"ხვალის სტრატეგი" გთავაზობთ ფსიქოლოგიურ განათლებას მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის და მოზარდებისთვის. ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ პიროვნული განვითარების დაგეგმვაში და ურთიერთობების გაუმჯობესებაში, რათა თქვენი ყოველდღიურობა გახდეს უფრო ჰარმონიული და წარმატებული ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, განხორციელდა ორი პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის – ზოგადი ფსიქოლოგიისა და ბავშვთა ფსიქოლოგიის კურსები – და ასევე უფასო ვებინარები, რომლებიც მიეძღვნა ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის საკითხებს.
ჩვენი მისიაა, შეგიქმნათ სასწავლო და განვითარებისთვის ინსპირაციული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს და თქვენი გარშემომყოფების კეთილდღეობას.
ჩვენ შესახებ
ხვალის სტრატეგი შეიქმნა ერთი მისიისთვის – დავეხმაროთ მშობლებს, მასწავლებლებს და ბავშვებს, უკეთესი აწმყოს შენებაში. ჩვენი საქმიანობა შთაგონებულია იმ საჭიროებებით, რომლებიც გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში – ბავშვები, ვინც ვერ პოულობენ და ავითარებენ თავიანთ უნიკალურ შესაძლებლობებს, მშობლები, ვინც ცდილობენ უკეთ გაიგონ თავისი შვილების ქცევა და ფსიქოლოგია, და მასწავლებლები, ვინც ბავშვებთან ინდივიდუალური მიდგომით მუშაობენ, მაგრამ დამატებითი რესურსები და ცოდნა სჭირდებათ.
ჩვენი მიზანია შევთავაზოთ ოჯახებს და პროფესიონალებს საჭირო ინფორმაცია და მხარდაჭერა, რომელიც მათ ურთიერთობების გაღრმავებაში, ეფექტურ კომუნიკაციაში და ჯანმრთელი გარემოს შექმნაში დაეხმარება.
რა გვამოძრავებს?
ჩვენ გვჯერა, რომ სიყვარულს ძალა აქვს. მშობლებისა და შვილების ურთიერთობა არის უნიკალური და ღრმა კავშირი, რომელიც ორივეს სურს საუკეთესოდ გამოიყურებოდეს. გვჯერა, რომ:
ყველა ადამიანი და გამოცდილება უნიკალურია და იმსახურებს აღიარებას, დაფასებასა და მხარდაჭერას.
ოჯახის მშვიდობისთვის და ჯანსაღი თანაცხოვრებისთვის საჭირო ინფორმაცია და ცოდნა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის.
რატომ ხვალის სტრატეგი?
ხვალის სტრატეგი არის თითოეული ადამიანი, ვინც გადაწყვეტს თავისი მომავლის შენება ამ დღიდანვე დაიწყოს. ჩვენ ვეხმარებით მშობლებს, მასწავლებლებსა და ბავშვებს ერთმანეთის უკეთესად გაგებაში და ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას.
თქვენი აქ ყოფნა მოწმობს, რომ სწორი მიმართულება გაქვთ, რადგან აუცილებელი სურვილი – იპოვოთ და გამოავლინოთ საკუთარი უნიკალური პოტენციალი – უკვე თქვენშია.
ერთად ავაშენოთ უკეთესი ხვალინდელი დღე!