პროექტის აღწერა
21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ აქტუალურია საგანმანათლებლო მიზნების დასახვასა და მათ ერთგულებასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც მჭიდრო კავშირშია მოზარდებში დაბნეულობისა და სტრესის არსებობასთან, სტუდენტებს შორის კი პროფესიის შეცვლასა და სწავლის მიტოვებასთან.
ცხოვრების სტილის სწრაფი და მკაფიო ცვლილებებიდან გამომდინარე, მოსწავლეებს სხვადასხვა დროსა და განსხვავებულ სიტუაციაში განსხვავებული უნარებისა და ცოდნის გამოვლენა სჭირდებათ, რათა შეძლონ ახალ გამოწვევებთან გამკლავება, ცხოვრების განსხვავებულ წესთან სწრაფი ადაპტაცია და ამ პროცესში პირვანდელი ღირებულებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინება/შენარჩუნება.
პროექტი “თვითაქტუალიზაცია” ტარდება, რათა მოზარდებს საშუალება მიეცეთ მეტი გაიგონ საკუთარი პიროვნული მახასიათებლებისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესახებ, დაგეგმონ თვითგანვითარება პიროვნული თუ კარიერული თვალსაზრისით როგორც ახლო, ასევე შორ მომავალში და განივითარონ საკუთარი თავის გამოსახატავად, განსხვავებული ადამიანების გაგებისა და პატივისცემისთვის საჭირო უნარები.
პროექტი "თვითაქტუალიზაცია" შეიქმნა 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის.