კოგნიტური განვითარება გულისხმობს ადამიანის ფიქრის პროცესის დახვეწასა და ცოდნის პრაქტულად გამოყენების უნარების განვითარებას.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა ასაკში ბავშის ტვინი განსხვავებულად ფუნქციონირებს, მისი მზაობიდან და ფიზიკური მომწიფებიდან გამომდინარე. როგორც პატარა ბავშვის სხეულს არ შეუძლია გადაამუშაოს მყარი საკვები, ასევე ბავშვის ტვინი არ არის მზად ყოველგვარი ინფორმაციის გადასამუშავებლად.
ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ რაც მეტად პოზიტიურია ურთიერთობა შვილსა და მშობელს შორის, მით უფრო სწრაფად და ჯანსაღად ვითარდება ბავშვის ტვინი და პირიქით - ნეგატიური ემოციები აფერხებს ბავშვის განვითარებას. მაშასადამე, ბავშვთან დადებითი ემოციური კავშირი დაბადების პირველივე დღეებიდან ხელს უწყობს მისი ტვინის განვითარებას ფიზიოლოგიურ დონეზე.
ჟან პიაჟე იყო მეცნიერი, ვინც დაამტკიცა, რომ ბავშვები და ზრდასრული ადამიანები სხვადასხვაგვარად აზროვნებენ. შედეგად შეიცვალა და დაიხვეწა სწავლების მეთოდები, ბავშვებთან კომუნიკაციის გზები და სხვა.
იმაზე, თუ როგორ მუშაობს ბავშვის ტვინი სხვადასხვა ასაკში, ქვემოთ მოცემული მეორე ვიდეო გვასწავლის: