ადრეული სოციალურ-ემოციური განვითარება თქვენს პატარებს დაეხმარება ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში როგორც გარშემომყოფებთან, ასევე საკუთარ თავთან. ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობა შეგიძლიათ პოზიტიური მაგალითის მიწოდებით, სასურველი ქცევების წახალისებით. ასევე შეგილიათ ბავშვებს ასწავლოთ თანაგრძნობისა და თანამშრომლობის უნარები, რაც თითოეული ადამიანისთვის ძვირფასი სოციალური ღირებულებაა.
ჩერის სტატიის "სოციალური და ემოციური განვითარება ადრეულ ასაკში" მიხედვით, ამ უნარების განვითარებას თანხმლები სარგებელია:
უკეთესი თავდაჯერებულობა
გაზრდილი თანაგრძნობა
ძლიერი სოციალური ურთიერთობები
ემოციური სტრესის დაქვეითება
უფრო პოზიტიური დამოკიდებულება
ნაკლები ექსტერნალიზებული ქცევა
გაზრდილი გამძლეობა
უკეთესი თვითრეგულირება
ის ბავშვებში ზრდის ემოციურ ცნობიერებას და დაეხმარება უფრო ძლიერი ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბებაში, დაძლევის პოზიტიური უნარების განვითარებასა და ეფექტური ურთიერთქმედებების დამყარებაში, რაც ხელს უწყობს წარმატებას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ვიდეოები გასწავლით როგორ ეთამაშოთ თქვენს პატარებს და ამ გზით ასწავლოთ მათ ემოციებისა და ურთიერთობების შესახებ.
ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი ბავშვის ემოციურ განვითარებასთან დაკავშირებით. იგი არ არის მოცემული საიმისოდ, რომ ბავშვებმა უყურონ.
ეცადეთ ითამაშოთ, გაერთოთ და ისიამოვნოთ ერთად.