ავტორი: ლიზი მეჟდოიანი თარიღი: 06.22.2024
დოქტორი მარია მონტესორი იყო იტალიელი პედაგოგი და ექიმი, რომელმაც 1900-იანი წლების დასაწყისში ბავშვების ბუნებრივ სწავლის შესაძლებლობებზე დაკვირვების საფუძველზე შეიმუშავა მონტესორის განათლების მეთოდი. მას სჯეროდა, რომ განათლება უნდა იყოს მორგებული თითოეული ბავშვის უნიკალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე. ამ მიდგომის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ვინაიდან ბევრი მშობელი ეძებს ალტერნატიულ საგანმანათლებლო მეთოდებს მათი შვილებისათვის.
მონტესორის მეთოდით აღზრიდლ ბავშვთა რიცხვს მიეკუთვნება უამრავი წარმატებული სპორტსმენი, მუსიკოსი, აქტივისტი და სხვა, რომელთა შორის არიან Google®-ს დამაარსებელი ლარი ფეიჯი და სერგეი ბრინი, ამაზონის მაფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და NBA-ს მოთამაშე სტეფან კარი.
მარია მონტესორი
1870-1952
მარიას სჯეროდა, რომ ბავშვები უკეთ სწავლობენ, როცა თავად ირჩევენ რა ისწავლონ. ეს ფილოსოფია დღეს დაფუძნებულია მონტესორის მეთოდით მართულ საკლასო ოთახებში, სადაც განათლების სპეციფიკური, ბავშვზე ორიენტირებული მეთოდები გამოიყენება. მათ შორისაა:
· სხვადასხვა აქტივობების განყოფილება ბავშვებისთვის, რომლისგანაც ბავშვი თავად ირჩევს რითი დაკავდეს დღის განმავლობაში.
· მასწავლებლები კლასის წინ დგომის ნაცვლად ჯგუფიდან ჯგუფში გადადიან.
· აქვთ არატრადიციული შეფასების სისტემა.
· ფოკუსირება სტუდენტის არა ცალკეულ უნარზე, არამედ მის მთლიანობაში განვითარებაზეა - განიხილება სოციალური, ემოციური, ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარება.
· საკლასო ოთახში საერთო ჯგუფებში განსხვავებული ასაკის ბავშვები თანამშრომლობენ.
უფრო კონკრეტულად, რა ხდება მონტესორის საკლასო ოთახში:
· თითოეული ბავშვი ფასდება, როგორც უნიკალური პიროვნება. მონტესორის განათლება აღიარებს, რომ ბავშვები სწავლობენ სხვადასხვა გზით, ტემპით და აკმაყოფილებენ სწავლის ყველა სტილს. მოსწავლეები თავისუფალნი არიან ისწავლონ საკუთარი ტემპით, თითოეული წინ მიიწევს მისი მზაობის შესაბამისად და ამ პროცესს ხელმძღვანელობს მასწავლებელი და მათთვის შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.
· ადრეული ასაკიდან დაწყებული, მონტესორი ბავშვებში ანვითარებს წესრიგს, კონცენტრაციას და დამოუკიდებლობას. საკლასო ოთახის მიზანმიმართული დიზაინი, მასალები და ყოველდღიური რუტინა მხარს უჭერს მოსწავლის განვითარებად „თვითრეგულაციას“ (თვითსწავლისა და საკუთარი საქმიანობის შინაარსის გააზრების უნარი), ჩვილობაში მოზარდობის მეშვეობით.
· მოსწავლეები ახლო, მზრუნველი საზოგადოების ნაწილი არიან. შერეული ასაკობრივი საკლასო ოთახი, რომელიც ჩვეულებრივ 3 ასაკს მოიცავს, სივრცეში ქმნის ოჯახის სტრუქტურას. უფროსი მოსწავლეები გვევლინებიან მენტორებად და მისაბაძ პირებად; უმცროსი ბავშვები გრძნობენ მხარდაჭერას და იძენენ თავდაჯერებულობას მომავალ გამოწვევებთან შესახვედრად. მასწავლებლები არიან პატივისცემის, მოსიყვარულე სიკეთის და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მაგალითები.
· მონტესორის მოსწავლეებს აქვთ თავისუფლება, ნორმის ფარგლებში. ისინი მასწავლებლებისა და საკლასო საზოგადოების მიერ დადგენილ პარამეტრებში მუშაობენ, სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ იმის გადაწყვეტაში, თუ რაზე იქნება მათი სწავლა ფოკუსირებული.
· მოსწავლეებს მხარს უჭერენ, რომ იყვნენ ცოდნის აქტიური მაძიებლები. მასწავლებლები უზრუნველყოფენ გარემოს, სადაც მოსწავლეებს აქვთ თავისუფლება და საშუალება, რომ მიიღონ პასუხები მათივე კითხვებზე. შინაგანი კმაყოფილება აღძრავს ბავშვის ცნობისმოყვარეობას და ინტერესს, რაც საფუძვლად უდევს მხიარულ სწავლას, რომელიც მიყვებათ მთელი ცხოვრების განმავლობაში.
· თვითშესწორება და თვითშეფასება მონტესორის საკლასო მიდგომის განუყოფელი ნაწილია. ზრდასთან ერთად მოსწავლეები თავიანთი ნამუშევრისთვის კრიტიკულად შეხედვას სწავლობენ და ხდებიან კომპეტენტური შეცდომების ამოცნობაში, გამოსწორებაში და სწავლაში.
· მონტესორი მხარს უჭერს სოციალურ-ემოციურ უნარებს. თანამედროვე კვლევა მხარს უჭერს 100 წლის მონტესორის მეთოდის ეფექტურობას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მონტესორის საკლასო ოთახში აღზრდილი ბავშვები ბევრად ძლიერ სოციალურ-ემოციურ უნარებს ავლენენ სხვადასხვა სფეროშ, ვიდრე ტრადიციულ გარემოში აღზრდილი ბავშვები.
· მარია მონტესორის ხედვა განათლებაზე თავიდანვე მოიცავდა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს. ის არა მხოლოდ სწავლობდა ინტელექტუალურ და განვითარების შეზღუდვებს, არამედ იყო სპეციალური მასწავლებლების ინსტიტუტის თანადირექტორი. სწორედ ამ ფონზე დაიწყო მან თავისი პირველი „Casa dei Bambini“ (ბავშვთა სახლი) უუფლებო ბავშვებისთვის რომში 1907 წელს. მონტესორის განათლების მრავალი პრინციპი მშვენივრად ემსახურება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს.
მონტესორის გამოწვევები:
ზემოთ ჩამოთვლილ ძლიერ მხარეებთან ერთდ, მონტესორის მეთოდს რამდენიმე გამოწვევაც ახლავს თან, რომელიც საჭიროა განიხილოთ და გაითვალისწინოთ ინდივიდუალურ გეგმაზე მუშაობისას:
· ზოგ ბავშვს უყვარს რუტინა და სტრუქტურებს მიყოლა. მათთვის ჩამწკრივებული სამუშაო მაგიდები შესაძლოა კომფორტის ზონას წარმოადგენდეს, როდესაც მასწავლებლები არ იძლევიან ხისტ მითითებებს და ხელშეწყობით შემოიფარგლებიან;
· მონტეორი ძლიერ ორიენტირებულია ბავშვზე, როგორც იდივიდზე და მის დამოუკიდებლობას ახალისებს, თუმცა მოსწავლეებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ავტორიტეტების მორჩილება და ჯგუფური მუშაობა ისწავლონ;
· „ბავშვის მიყოლა“ არ უნდა გულისხმობდეს, რომ მისცეთ ბავშვს ყველაფრის უფლება, რაც არ უნდა უნდოდეს.
რა არის მონტესორის სათამაშო?
მონტესორის სათამაშოს ახასიათებს, რომ ასტიმულირებს სწავლას თამაშისა და ექსპერიმენტების საშუალებით. ეს უნდა იყოს სათამაშო, რომლის ხელში დაჭერასა და შეხებასაც მარტივად შეძლებს ბავშვი. საგნებით მანიპულირებით სწავლის მეთოდი კოგნიტურ უნარებთან ერთად მნიშვნელოვნად ანვითარებს ბავშვის ნატიფ მოტორიკას.
წყაროები: