„საფარი“ არის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2001 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქალთა უფლებების დაცვას, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე მსხვერპლთა დახმარებასა და ზრუნვას.
მომსახურების არეალი:
„საფარი“ თავის სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით აწვდის ყველას, ვისაც იგი სჭირდება, რაც გულისხმობს, რომ მათი მომსახურება ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა რეგიონში.
ვისთვის არის განკუთვნილი:
„საფარის“ სერვისები განკუთვნილია ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც საჭიროებენ იურიდიულ, სოციალურ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას.
სერვისები
იურიდიული დახმარება - მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტების გუნდი მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს. საქმეებს აწარმოებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო სასამართლოებში.
სოციალური დახმარება - ბენეფიციარებს სთავაზობენ პირველადი კონსულტაციას, ფსიქოსოციალური საჭიროებების
იდენტიფიცირებას, ადვოკატირებას, დასაქმებისა და გადამზადების ღონისძიებებს, ასევე მხარდაჭერას ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში.
ფსიქოლოგიური დახმარება - ბენეფიციარებს უზრუნველყოფენ ფსიქოლოგიური კონსულტაციებითა და ფსიქოთერაპიული
კურსებით, თანამშრომლობით წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან (GCRT).