არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელი საქართველოში ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებს.
ჰელფინგ ჰენდის მომსახურება ვრცელდება საქართველოს არაერთრეგიონზე, განსაკუთრებით ზრუნავენ გარდაბნისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო
თანამშრომლობაში არიან.
მათი სერვისები განკუთვნილია როგორც ახალგაზრდებისათვის, ისე ზოგადი მოსახლეობისა და ლტოლვილთათვის.
ჰელფინგ ჰენდი აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ბავშთა დაცვის ფონდსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, რათა უზრუნველყოს პროექტების ეფექტურობა და მასშტაბურობა.
სერვისები
საგანმანათლებლო - ორგანიზაცია ჰელფინგ ჰენდი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო კუთხით, მათ შორის სასემინარო და ტრენინგ კურსების გამოყენებით, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების უნარების განვითარებასა და მათი ჩართულობის გაზრდაას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ჯანდაცვის ხელშეწყობა - ჰელფინგ ჰენდი აქტიურადაა ჩართული იმუნიზაციისა და ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, რაც მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ლტოლვილთა მხარდაჭერა - ჰელფინგ ფენდის ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროექტი იყო ქართული ენის შემსწავლელი კურსი
უკრაინელი მოქალაქეებისათვის, რომლებიც ომს გამოექცნენ სამშობლოდდან. ამ პროექტის მიზანი იყო ამ ადამიანებს გაადვილებოდათ საქართველოში ცხოვრების გაგრძელება და არ შექმნოდათ ენობრივი ბარიერი.